Skip to content

ამის გარეშე არ არსებობს ინფობიზნესი, ინტერნეტში უქმად „აბირჟავებს“ ბლოგი, Delete-ირდება ფინანსური ოცნებები

თუკი ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულმა სტატიებმა ოდნავ მაინც დაგარწმუნათ იმაში, რომ ინტერნეტში, გართობისა და ნაცნობ-უცნობთან ვირტუალური ურთიერთობის გარდა, საქმის კეთებაც შეიძლება, მაშინ ეს პოსტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის, რომელთაც აუცილებლად უნდა გამოუძებნოთ შესაფერი ადგილი საკუთარი მეხსიერების „მყარ დისკზე“ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტების საქაღალდეში განათავსოთ.

Продолжение ‘ამის გარეშე არ არსებობს ინფობიზნესი, ინტერნეტში უქმად „აბირჟავებს“ ბლოგი, Delete-ირდება ფინანსური ოცნებები’ »

კომენტარები ბლოგზე

ყველას, ვისაც საკუთარი ბლოგი აქვს ინტერნეტში, მშვენივრად მოეხსენება, რას ნიშნავს ბლოგერისთვის კომენტარები.

კომენტარების რაოდენობისა და ხასიათის მიხედვით თავისუფლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად მოწიფულია ესა თუ ის ბლოგი და რა ურთიერთობა აქვს მას მკითხველთა აუდიტორიასთან.

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა შენი სტატიის ქვეშ მკითხველის გულწრფელ და გააზრებულ კომენტარს ხედავ. აბა, სხვამ რამ უნდა მიგახვედროს, რომ შენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია – ვიღაცისთვის სასარგებლო და საინტერესო კონტენტი შეჰქმენი.

მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი ხანდახან შეიძლება კრიტიკული შინაარსის შემცველი იყოს, მაინც თემით დაინტერესებას ადასტურებს და განვითარების სტიმულს გვაძლევს.

ბუნებრივია, საინტერესო იქნება იმ მეთოდების თავმოყრა და გაანალიზება, გამოცდილი ბლოგერები კომენტარების დასაგროვებლად რომ იყენებენ. დღეს განსახილველად ბობ სომერსის 10 ნაცად ხერხს გთავაზობთ:

Продолжение ‘კომენტარები ბლოგზე’ »

იმედის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობის მოსურნეთათვის

რამდენჯერ მოგვისმენია ან რამდენჯერ გვითქვამს სიტყვები:

იმედი მაქვს…

იმედი ვიქონიოთ…

იმედს ნუ დავკარგავთ…

იმედით ვცხოვრობ…

იმედი გადაგვარჩენს…

იმედი ბოლოს კვდება… სამწუხაროდ!

სამწუხაროდ? ჰო, სამწუხაროდ.

იმედი რომ არა, რისი იმედიც გვაქვს, უკვე ყველაფერი გვექნებოდა ცხოვრებაში!

Продолжение ‘იმედის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობის მოსურნეთათვის’ »

როგორ დავაყენოთ ბლოგზე e-mail გზავნილებზე ხელმოწერის ფორმა

ძვირფასო მკითხველო, თუ ჩვენს საიტზე მხოლოდ „ქვიშაში სათამაშოდ“ არ დადიხართ და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად საჭირო რეალური ინსტრუმენტები გესაჭიროებათ, წინამდებარე პოსტი ნამდვილად სასარგებლო და საინტერესო უნდა მოგეჩვენოთ. სხვათა შორის, მისი დაწერა სწორედ ასეთმა ანუ რეალისტმა და, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, შრომისმოყვარე პიროვნებამ გვთხოვა. მას უკვე აქვს საკუთარი ბლოგი (ექსკლუზიურ უფლებას ვაძლევ, კომენტარებში საჭირო ბმული მიუთითოს :) ) და ამ ბლოგზე ხელმოწერის ფორმის განთავსება განიზრახა.

თუ ჩვენ მიერ საჩუქრად შემოთავაზებული „21-ე საუკუნის ბიზნესი“ წაიკითხეთ და ინფობიზნესის შენების პერსპექტივამ მოგხიბლათ, ალბათ უკვე კარგად გაქვთ გაცნობიერებული ხელმომწერთა ბაზის მნიშვნელობა და საჭიროება. ამიტომ ბევრ დროს აღარ დაგაკარგვინებთ (ზედმეტი წუთები უმჯობესია თქვენი იდეების განხორციელებას მოახმაროთ) და პირდაპირ საქმეზე გადავალ ანუ ბლოგზე ხელმოწერის ფორმის განთავსების ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბრებ.

Продолжение ‘როგორ დავაყენოთ ბლოგზე e-mail გზავნილებზე ხელმოწერის ფორმა’ »

“სწავლა, სწავლა და სწავლა…” რა მაქვს მისი საწინააღმდეგო?

ძალიან ბევრი რამ, მაგრამ სანამ ჩემი, ერთი შეხედვით, მიუღებელი განცხადების გამო განაჩენს გამომიტანდეთ, ბოლო სიტყვის უფლებით ვისარგებლებ :) და, იმედი მაქვს, მომისმენთ.

სიმართლე თუ გინდათ, სწავლა ყოველთვის მიყვარდა და მიხაროდა. ჩემი აზრით, ყოველდღიურად რაღაც ახალს უნდა სწავლობდე, რა ასაკშიც არ უნდა იყო და რა ხასიათზეც. სხვანაირად შეუძლებელია განვითარება, წარმატების მიღწევა, თუნდაც, კარგი თვითშეგრძნების უზრუნველყოფა, რადგან ადამიანი, თავისი ბუნებით, ცნობისმოყვარე არსებადაა ჩაფიქრებული. მაშ, რატომ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და რატომ ვამბობ, რომ ბევრი სწავლა მიუღებელია.

Продолжение ‘“სწავლა, სწავლა და სწავლა…” რა მაქვს მისი საწინააღმდეგო?’ »

ტექსტი, ვიდეო თუ აუდიო?

ქართულ ბლოგებს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ყველაზე პოპულარული ფორმატი, მიუხედავად უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი მულტიმედიური საშუალებებისა, ისევ და ისევ ტექსტია. ძალიან იშვიათად იყენებს ვინმე ვიდეო, მით უფრო, აუდიო პოსტებს.

დღეს გადავწყვიტე, თითოეული ფორმატის თავისებურებებზე მესაუბრა და ჩემი მოსაზრებები გამეზიარებინა, სიამოვნებით გავეცნობი თქვენს შეხედულებებსაც.

Продолжение ‘ტექსტი, ვიდეო თუ აუდიო?’ »

ანგარიშსწორების სისტემები ინტერნეტ ბიზნესისთვის

წინა სტატია „ინფობიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ“ ინფობიზნესის ასაწყობად საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს ეხებოდა და შეგპირდით, რომ თქვენი კომენტარების მიხედვით მოვამზადებდით მორიგ პოსტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებას ისურვებდით.

ვასრულებთ პირობას და, ამჯერად, ანგარიშსწორების ხერხებზე ვისაუბრებთ.

Продолжение ‘ანგარიშსწორების სისტემები ინტერნეტ ბიზნესისთვის’ »

ინფობიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ

თითოეული ჩვენი პოსტი მკითხველთა შეკითხვების და სურვილების გათვალისწინებით იქმნება. გვიხარია, რომ „21 საუკუნის ბიზნესის“ წაკითხვის შემდეგ ბევრ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტში საკუთარი ბიზნესის პერსპექტივაზე ადრე სერიოზულად არასოდეს უფიქრია, უკვე კონკრეტული, პრაქტიკული ხასიათის იდეები და კითხვები  უჩნდება.

თუმცა უნდა ითქვას, ბევრ მათგანს ზედმეტად ერიდება ამ კითხვების საჯაროდ დასმა, ზოგს კი პირად მიმოწერაშიც უჭირს იმის აღიარება, რომ რაღაც ვერ გაიგო. უნდა გითხრათ, სრულიად უსაფუძვლო შიში და სიფრთხილეა, იმიტომ რომ ჩვენი და არა მარტო ჩვენი აზრით: არ არსებობს სულელური კითხვები, არსებობს მხოლოდ სულელური პასუხები :) .

ამიტომ განსაკუთრებით დიდ პატივისცემას გამოვხატავ იმ პიროვნებების მიმართ, ვინც იმდენად დაინტერესდა თემით, რომ „გვაწუხებს“, „არ გვასვენებს“ და ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია „გამოგვწოვოს“ იმისათვის, რომ პრაქტიკულად განახორციელოს თავისი იდეები.

Продолжение ‘ინფობიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ’ »

როგორ ავირჩიოთ ნიშა ჩვენი ინფობიზნესისთვის

 

ბოლო ხანებში ჩვენს მისამართზე (ჩვენივე გულის გასახარად :) ), თანდათან მომრავლდა პრაქტიკული ტიპის კითხვები და გამოხმაურებები. ბევრი მათგანი საჭირო ნიშის არჩევას უკავშირდება:

„მინდა, წამოვიწყო ინფობიზნესი, მაგრამ არ ვიცი, რა თემა ავირჩიო“,

„როგორ გავიგო, რა აინტერესებს ხალხს?“,

„როგორ მივხვდე, არის თუ არა ნიშა მომგებიანი?“ და ა.შ.

Продолжение ‘როგორ ავირჩიოთ ნიშა ჩვენი ინფობიზნესისთვის’ »

როგორ გავაკეთოთ საიტი-სიყვარულის ახსნა

დრო შეიცვალა – ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზეც:

ადრე “ყვავილნარს” თამაშობდნენ შეყვარებულები და ისე უმხელდნენ ერთმანეთს გულისნადებს, ახლა სატრფიალო “ესემესკებს” და “ემემესკებს” უგზავნიან;

ადრე მაჭანკლობის ინსტიტუტი მუშაობდა შესაფერი ქალ-ვაჟის ერთმანეთთან დასაკავშირებელ-გასარიგებლად, ახლა ამ ფუნქციას სოციალური ქსელები და ფორუმები ითავსებს;

ადრე ნაცნობ-მეგობრებში იკვლევდნენ ამა თუ იმ პიროვნების ვინაობას, ახლა ყოვლისმცოდნე  “გუგლის” ეკითხებიან.

ყველაფერთან ერთად, სიყვარულის ახსნის ფორმებიც შეიცვალა.

დღეს გადავწყვიტეთ, სიყვარულის ახსნის ყველაზე თანამედროვე ხერხი – შეყვარებულისთვის საიტის დამზადება – შემოგთავაზოთ. ასეთ საიტზე შეგიძლიათ დაწეროთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ (არც დროში ხართ შეზღუდული, არც ფორმატში), თქვენს აღიარებას სათანადო მუსიკალური ფონი შეუქმნათ და ვიდეოგამოსახულებითაც კი გააფორმოთ. თუ უკვე იცით, ეს როგორ კეთდება, მაშინ ჩვენი შემოთავაზება მოქმედების სტიმულად ჩათვალეთ, თუ არა და… მიიღეთ ჩვენგან საჩუქრად ახალი ელექტრონული წიგნი: “როგორ გავაკეთოთ საიტი-სიყვარულის ახსნა”.

დააწექით აქ და გადატვირთეთ წიგნი თქვენს კომპიუტერზე

წიგნი PDF ფორმატშია შექმნილი. თუ არ გაქვთ მისი წასაკითხი პროგრამა,

გადმოტვირთეთ Foxit Reader.

 

გილოცავთ ვალენტინობას და ორმხრივ, ძლიერ, მარადიულ სიყვარულს გისურვებთ!!!

 

პოსტის ავტორი: ქეთევან გოგიაშვილი

აუწყე ფეხი დროს: გაიგე, როგორ წამოიწყო ინფობიზნესი – ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში http://www.infobiz.ge/prezent.

Foxit Reader